LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე: „გამოძიება სად ისწავლეთ, ვინ ხართ? ასეთი უცოდინრები ხართ თუ მტკიცებულებების განადგურებას ელოდებით! – ამ დრომდე არ ამოგიღიათ, გიორგი შეწირულის სამოსი რომელიც ეცვა, სადაც არის სისხლის კვალი“

162
ნოდარ მელაძე

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე „ტვ პირველის“ ოპერატორ გიორგი შეწირულსა და მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმის ფაქტის გამოძიების მსვლელობაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ოპერატორის ტანსაცმელი, სადაც მისი სისხლის კვალია, გამოძიებას ამ დრომდე ამოუღია:

„უმძიმესი ვიდეოა! არანაირი „მაგრამ“ აქ არ არსებობს“, „ვგმობ ყოველგვარ ძალადობას!“, „ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ვინც ახლა ჩვენს ნამდვილად ევროპულ მომავალს ჭედავთ!“ – „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტები ეხმაურებიან

„გამოძიება სად ისწავლეთ, ვინ ხართ? ასეთი უცოდინრები ხართ თუ მტკიცებულებების განადგურებას ელოდებით!!! ამ დრომდე არ ამოგიღიათ, გიორგი შეწირულის სამოსი რომელიც ეცვა, სადაც არის სისხლის კვალი.

დნმ ექსპერტიზას არ გჭირდებათ? ტანსაცმელზე ვის კვალს იპოვით წიხლებით, რომ შედგნენ ოპერატორს ეს გამოძიებას არ აინტერესებს?

„ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება ის, რომ ადამიანებმა რაღაცები დაინახონ – თუ ჩემი შემთხვევა ამას ხელს შეუწყობს, თეთრი და შავი გაარჩიონ, კმაყოფილი ვიქნები და მოვიშუშებ ამ იარებს“ – მაკა ჩიხლაძე თავდასხმის ფაქტს იხსენებს

მაკა ჩიხლაძემ მასზე და მის ოპერატორ, გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო, რადგან პირები, რომლებმაც მათზე იძალადეს, წინასწარ, ორგანიზებულად მოქმედებდნენ.

სად არის კამერა და სამაუწყებლო აპარატურა, სადაც არის ჩიპი და იქ ჩანს თავდასხმის მაღალი გარჩევადობის ვიდეო.“ – წერს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს – ოპერატორ, გიორგი შეწირულსა და ჟურნალისტ, მაკა ჩიხლაძეს თბილისში, 7 დეკემბერს მიმდინარე აქციის დროს, ნიღბიანი პირები ბესიკის ქუჩაზე თავს დაესხნენ.

„ჩვენ რომ მოგვკლავენ, მერე ნეკროლოგების წერა და ცრემლების ღვრა არ დაიწყოთ! ასეთ ქვეყანას, აშენებთ თქვენ!“ – ნოდარ მელაძე

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადებით, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოიკითხა გიორგი ლალიაშვილი და ჩატარდა მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოკითხვაზე დაბარებულია ლუკა თოფურიძე. შეგახსენებთ, სწორედ აღნიშნულ პირებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service გამოძიება სად ისწავლეთ, ვინ ხართ? ასეთი უცოდინრები ხართ…

Posted by Nodar Meladze on Monday 9 December 2024
magti 5g