ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე მოსამართლე დალი მეტრეველის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმიანება სოციალურ ქსელში.
“უმაგრესი ადამიანი წავიდა და ამ დროს ფიქრობ, განა რა არის ეს ცხოვრება, არაფერი, წამში მთავრდება ყველაფერი
პატარა ვიყავი რომ გავიცანი, 18 წელი ცოტა დრო არ არის, არ არსებობდა რამე გამორჩენოდა, არ მოეკითხე, არ ეფიქრა შენზე, არ ერჩია რამე.
როგორ უხაროდა, ამ ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია. მაგრად მიყვარხარ, მაგრად მომენატრები, შევხვდებით იქ”, – წერს ნოდარ მელაძე.