ტელეკომპანია „იმედის” ოპერატორის მიერ, „მთავარი არხის” ჟურნალისტ, ნატალი ჯახუტაშვილისთვის მიყენებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ეხმაურება.
მელაძე წერს, რომ 15 წელი რეპორტიორი იყო, სრულად სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის ჟურნალისტები ერთმანეთს კი უსიტყვოდ ეხმარებოდნენ.
ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ მათ პროფესიაში ყველაფერი ერთმანეთის გატანით და პატივისცემით იწყება.
„სადამდე დავეცით?! რა ჯანდაბა ვუქენით ამ ჩვენს პროფესიას, რომ აქამდე მივედით. 15 წელი ქუჩაში მიკროფონით ვიდექი, ოპერატორის გარეშე, კამერით გადაღებაზე მარტოც წავსულვარ, იმიტომ რომ ოპერატორს ვიზა არ ჰქონია….
მე მზერა ვიყავი, ის კურიერი, უდიდესი კონკურენციაც იყო ერთმანეთს შორის, რომ დამინახა, ხო არ აფრენ რა კამერა აიკედე… დადე აქ არ ვარო… სხვა ოპერატორსაც გადაუღა მასალა, ჩავურთივარ ისე, რომ მას არ სჭირდებოდა ჩემთვის ინტერვიუც ჩაუწერია, ისე რომ ვერც პროდიუსერს ვერ გაუგია და ვერც რედაქციას? ეს იყო პატივისცემა ერთმანეთის, ასე ვეხმარებოდით ერთმანეთს სრულად სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის ჟურნალისტები, იმიტომ რომ პატივისცემა არსებობდა…
კადრი?… რამდენიც გინდა იმდენი გაგვიფუჭებია…. თავებიიიი… ისმოდა ჩვენს ზურგს უკან სულ ოპერატორების ყვირილის ხმა…. ჩვენი მიკროფონის კაბელებში ახლართული ოპერატორები წაქცეულან, მაგრამ ასეთი ? არასდროს არავის უკადრია.
Natashka Jakhutashvili ბოდიში,… ბოდიში იმისთვის რომ პირველ რიგში ჩვენ ვერ დავიცავით ეს პროფესია…. ვერ დავიცავით საყოველთაოდ გაჟღენთილი სიძულვილისგან რომ ამ მარაზმამდე არ მივსულიყავით.
ახლაც… ზარი ტელეფონზე… აუ ნოდარ ეს მასალა მთხოვეს უნდა მივცე… კი შენ მიეცი, შენი კოლეგაა…
ხმა არ არის…. ხმა არ ისმის, აუ მიკროფონი გაფუჭდა, დაიცა ვთხოვ სხვებს, და მისი კონკურენტი ეხმარება ამ დროს. ეს არის ეს პროფესია, ყველაფერი ერთმანეთის გატანით და პატივისცემით იწყება,” – წერს ნოდარ მელაძე.
ამავე თემაზე: