“რუსთავი 2”-ის საინფორმაციოს ყოფილი ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე მამა გახდა. მას და “აჭარის ტელევიზიის” ყოფილ ხელმძღვანელს, თეა ცეცხლაძეს, ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინათ.
ნოდარმა პატარების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
“სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა და თინანო მელაძეები დაიბადნენ. Tea Tsetskhladze მადლობა ამ დღისთვის ❤️❤️❤️”
ნოდარი და თეა სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებენ.