LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე ვანო ზარდიაშვილს პასუხობს: „ხდება უკანონო ფარული მიყურადება!..“

546
nodar-meladze-rustavi2

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ვანო ზარდიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. ვანო ზარდიაშვილის თქმით, ეკა ბესელია იყო ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან შიდაპარტიული ამბები გაჰქონდა.

ნოდარ მელაძე წერს:

„დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, “რუსთავი 2′-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც “კურიერისთვის” მომზადდა, მათ შორის “ქართული ოცნების” დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია - ვანო ზარდიაშვილი

ეკა ბესელია მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ამ ინტერვიუთი დგინდება.

1. ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართველი პარტია ახორციელებს ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.

2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.

3. ფარულ მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები