თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა “სირცხვილიას” დაკავებულ აქტივისტს, ნოდარ რუხაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამოქალაქო აქტივისტი ავრცელებს.
“ჩემი დაკავების ოქმი: ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს ეძახა მონა
პოლიციალამ პროცესზე ჩემი პატიმრობა მოითხოვა, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევაო.
შედეგი: ჯარიმა 2000 ლარი”- წერს ნოდარ რუხაძე სოციალურ ქსელში.
ნოდარ რუხაძის თქმით, დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის სკანდირებდა “მონა”.