LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარიკო ხუციშვილი: „მოგება დამატებითი ბედნიერება იქნება“

8
nodariko xucishvili

„არ მიფიქრია, რატომღაც, რომ სცენაზე გავსულიყავი. სხვა პროფესიითაც ვიყავი დაკავებული. ვთვლი, რომ სწორ დროს, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩამოვყალიბდი, საით უნდა წავიდე. ასე მომინდა, რომ სხვა სიახლე ყოფილიყო და სხვა ეტაპზე გადავსულიყავი. როცა გულმა მიკარნახა, მაშინ გამოვჩნდი. რადგან პროექტში მივედი, ბუნებრივია, მოლოდინი მქონდა, რომ გადავიდოდი.

ოქროს ღილაკს არ ველოდი, ძალიან დიდი სიხარული იყო. ძალიან გამიკვირდა, პირველი რამდენიმე წამი ვერ მივხვდი რა მოხდა. ჯადოსნური წამები იყო.

სიმღერა ჩემთვის არის საქმე, რომელიც დადებით მუხტს მაძლევს. ის, რაც გულით ვიმღერე, დადებითად შეაფასეს, რის გამოც ასმაგი სტიმული მომეცა. მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო. ისეთი განწყობა მაქვს ორშაბათისთვის, მგონია, რომ მეგობრებთან ერთად კონცერტს ვაკეთებ.

საოცარი ატმოსფეროა შიგნით. ყევლა ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. შევეცდებით ისეთი კონცერტი გავმართოთ, რომ მერე ალბათ მაყურებლის გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული, რა მოხდება. მთავარია, რომ არ ვნერვიულობ. მოგება დამატებითი ბედნიერება იქნება.

იმდენი კარგი რაღაც მოხდა, რომ უკვე ვთვლი, კარგი გადაწყვეტილება მივიღე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გიო კონკრეტულ სიმღერას უკეთესად მღერის. შეიძლება, გიოც მეუბნებოდა, არის ჟანრი, რომელიც მე უკეთესად გამომივიდეს. მთავარია, სიამოვნებას მივიღებ და მთელი გულით ვიმღერებ. თუ ვინმეს გიო გაახსენდება, გამიხარდება“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნოდარიკო ხუციშვილმა მუსიკალური პროექტისა და საკუთარი წარმატების შესახებ ისაუბრა. „მხოლოდ ქართულის“ მონაწილე განვლილი ეტაპით ბედნიერია და აღნიშნავს, რომ მოგება მისთვის დამატებითი ბედნიერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები