მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ახლახან ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის პიარის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა:
„მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ დღეიდან ყველაზე სანდო და ხარისხიანი სამშენებლო კომპანია “მეგობრობის” PR-ის ხელმძღვანელი გახლავართ!
მე უკვე ვცხოვრობ ჩემს “მეგობრობაში” ლისზე!
ამის შემდეგ, ჩემი პირადი გამოცდილების საფუძველზე, ძალიან ხშირად მოგიყვებით ამ კომპანიის სიახლეების შესახებ და ასევე, ხშირადაც გირჩევთ, რომ დაგვიმეგობრდეთ!
ბინის შეძენის მსურველები, ამის შემდეგ მეხმიანებით მე“.
