LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოე სულაბერიძე მარიამ საჯაიას აკრიტიკებს და პირადი კურატორის აყვანას ურჩევს

460

ნოე სულაბერიძე მარიამ საჯაიას მისი მოსაზრებების გამო აკრიტიკებს. პროდიუსერი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ბმულს ერთ-ერთი ინტერნეტსაიტიდან, სადაც სოცქსელში საჯაიას მიერ გამოქვეყნებული სტატუსია გადატანილი.  

„თუ ჟურნალისტიკამ სქესი არ იცის, მგონია, რომ არც პატივცემულ დეპუტატებს უნდა გააჩნდეთ. სწორედ ამიტომაც გენდერული თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, გადავწყვიტე ამ თემის გაშლა.

მე მაპატიეთ, მაგრამ ისევე როგორც ჩემს სტატუსებში ხშირად ნახსენები ოდიოზური ამხანაგები (ქალაქის მერზე რომ არ ვთქვათ არაფერი) მეზედმეტება საკანონმდებლო ორგანოში, აქაც მგონია, რომ ავრორამ ძალიან ნაადრევად გაისროლა. წინაზე თავი შევიკავე, როდესაც ასაკში დაკარგულმა ქვემოთ ხსენებულმა პატივცემულმა დეპუტატმა ვოლსკის მიმართ (რომლის ფანი გულწრფელად უნდა ვთქვა, ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ), თავისი ფამილიარული და დეპუტატისთვის შეუსაბამო ნასროლი რეპლიკით ძალიან ცუდი მაგალითი აჩვენა თავის ამომრჩეველს მაგრამ ამ ბმულმა დამარწმუნა, რომ ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, სადაც მონოლოგის ბოლოს  მოთხოვნილი პირადი მეტეორი თუ არა, პირადი კურატორი მაინც აუცილებელია

პირადი ჰიგიენის პრობლემებზე ყურადღების გამახვილება ეგეთი ცინიზმით, რეგიონში, სადაც დიდი ალბათობით უმეტეს ოჯახებში შეიძლება შამპუნის საშუალებაც არ იყოს, მგონია, რომ ნორმალურ ქვეყანაში კანონმდებლისთვის პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი მაინც უნდა იყოს.

დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ამხანაგი მეგობრები სამომავლოდ მაინც დაარიგებენ და აუხსნიან სხვაობას galleryიში სათქმელ და გარდაბანში სათქმელ speechებს შორის“ – აღნიშნავს ნოე სულაბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა დეპუტატმა, რომელიც კუმისში იმყოფებოდა, საარჩევნო უბანზე, გააკრიტიკა ამომრჩეველი, რომელსაც მისი თქმით, პირადი ჰიგიენის პრობლემები აქვს და ასევე გააქილიკა საარჩევნო კომისიის წევრები. ამომრჩეველს მან „დაჩაჩანაკებული და დაჩიავებული ხალხი“ უწოდა და  მათთან მიმართებაში „წერა-კითხვის, პირადი ჰიგიენის, კულტურის პრობლემების სიმკვეთრეზეც“ გაამახვილა ყურადღება.

297d453a-d0be-4795-ac6d-49c6f7d6ca52


noe

1937199_10208333427356236_6324440535842863637_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g