LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბერში თბილისის აეროპორტში 2019 წლის ნოემბრის მგზავრთნაკადი 108%-ით აღდგა

121
აეროპორტი (1)

2022 წლის ნოემბერში თბილისის აეროპორტში 2019 წლის ნოემბრის მგზავრთნაკადი 108%-ით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას “ტავ ჯორჯია“ აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 15%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30%-ით აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები