LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia 2, Nokia 7, Nokia 8 და Nokia 9 უახლოეს მომავალში გამოვა

54

ჩინური წყაროების ინფორმაციით, უახლოეს თვეებში Nokia 2-ის, Nokia 7-ის, Nokia 8-ისა და Nokia 9-ის ანონსი შედგება. ეს უკანასკნელი ფლაგმანის კატეგორიას განეკუთვნება.

Nokia 2 – ორ ვერსიად იქნება წარმოდგენილი: Snapdragon 212-ის პროცესორით და  MediaTek-ის ერთკრისტალიანი სისტემით. ნებისმიერ შემთხვევაში ის ბიუჯეტური იქნება და შესაბამისად, იაფიც ეღირება.

Nokia 7 – SoC Snapdragon 630-ით იქნება აღჭურვილი და ერთი კამერა ექნება, ხოლო Nokia 8  Snapdragon 660-ის პროცესორს მიიღებს და ორმაგი კამერით აღიჭურვება, რომელიც კომპანია Zeiss-ის მიერ იქნება დაპროექტებული.

რაც შეეხება Nokia 9-ს, მას დანარჩენებთან შედარებით მძლავრი Snapdragon 835-ის ჩიპი, ორმაგი ძირითადი 13 მეგაპიქსელიანი კამერა და 8 გიგაბაიტიანი მეხსიერება ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები