LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia 3 გაყიდვაში 12 ივლისიდან გამოვა

53

კომპანია Nokia-მ თავისი ტელეფონების გლობალური პოპულარიზაცია დაიწყო. თავდაპირველად ხელმისაწვდომი მხოლოდ Nokia 6 იყო და ისიც ჩინეთში. ამჟამად კი სხვადასხვა ქვეყანაში ნელ-ნელა Nokia 3 და Nokia 5 გამოჩნდა.

უკანასკნელი მონაცემებით, Nokia 3 დიდ ბრიტანეთში გაყიდვაში 12 ივლისიდან გამოვა. შეგახსენებთ, რომ ეს არის 5 დიუიმიანი ტელეფონი, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 16 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით, 8 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერით.

სიახლე ანდროიდის ბაზაზე იმუშავებს და მისი ფასი საკმაოდ მისაღები – 120 დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები