LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia 8 და 9 გამოსასვლელად ემზადება

35

დღესდღეობით, კომპანია HMD Global Nokia-ს მოწყობილობების გამოშვებით არის დაკავებული. სწორედ ამ ჩინურ მწარმოებელს ეკუთვნის ახალი ტოპ-სმარტფონების, Nokia 8-ისა და 9-ის შექმნა.

ცოტა ხნის წინ, ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომლის „მთავარი გმირებიც“ სწორედ ზემოთხსენებული მოწყობილობებია, მათთან ერთად Nokia 3-ისა და 5-ის დანახვაც შესაძლებელია.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ Nokia 8-ს ორმაგი კამერა ექნება, თუმცა ვიდეოში ის ერთი კამერით ჩანს. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული სიახლე ჯერ კიდევ გამოსასვლელად მზადების პროცესში მყოფი Nokia 7-ს ჰქონდეს.

Nokia 8 მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა, Nokia 9-ის თაყვანისმცემლებს კი ჯერ მოცდა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები