სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ Nokia 7 იხილა, ახლა კი კომპანიის კიდევ ერთი ფლაგმანი, Nokia 9 გამოვა. როგორც ამბობენ, სმარტფონის დიზაინი სრულიად ახალი და უნიკალური იქნება. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ აპარატი 2018 წლის თებერვალში, Mobile World Congress-ის გამოფენაზე გამოჩნდება. სმარტფონის დისპლეი 5,3 დიუიმიანია. მას ორი კამერა ექნება, ძირითადი 12 მეგაპიქსელიანი, ხოლო ფრონტალური 8 მეგაპიქსელიანი. ორივე მათგანი 4K გაფართოების ვიდეოს ჩაიწერს. სავარაუდოდ, Nokia 9 ოპერატიული მეხსიერების ორი ვერსიით იქნება წარმოდგენილი. Nokia 9 სულ ახალ Android-ზე იმუშავებს.