თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ფინური ბრენდის ძველი მოდელების ახლებური ვერსიების გამოშვებასთან დაკავშირებით. დღეს კი ევან ბლასსმა განაცხადა რამდენიმე Android სმარტფონის შესახებ, რომელიც 2017 წლის საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩნდება.
Nokia 5 – ახალი ანდროიდ მოწყობილობა ფინური მწარმოებლისგან, 5.2 ინჩიანი დისფლეით, 2 GB ოპერატიული მეხსიერებით, 12 მპ კამერით – მისი ფასი 199 ევროს შეადგენს.
Nokia 3 – დივაისი 149 ევროს ღირებულების იქნება და იგი შედარებით სუსტი hardware-ით აღიჭურვება.
Nokia 6 – ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იქნება ამ კლასში და მისი ფასი 249 ევროს შეადგენს.
რაც შეეხება სურპრიზს, რომელზეც ბლასსმა ინტერვიუში განაცხადა – ესაა ლეგენდარული მოდელის – Nokia 3310-ის დაბრუნება, რომელიც საკმაოდ იაფი – 59 ევრო ეღირება და თავდაპირველად ევროპის კონტინენტზე, მარკეტში გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ მოდელი შეიძლება შედარებით განსხვავებული მონაცემებითა და ვიზუალით ვიხილოთ, რადგან დაბრუნება არ ნიშნავს იგივეს განმეორებას. შესაძლოა ბრენდმა მისი მოყვანილობა გაცილებით თხელი და მსუბუქი გახადოს.
ღონისძიება 26 თებერვალს გაიმართება. აღნიშნული გამოფენა HMD Global-ის მიერაა ორგანიზებული.