LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia თაყვანისმცემლების გულების დაპყრობას თავიდან გეგმავს

63

უახლოეს მომავალში ფინური კომპანია Nokia გაყიდვაში ახალ მოწყობილობას გამოუშვებს. ბრენდი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების ბუმში ერთგვარად ჩაიკარგა, გეგმავს, რომ თაყვანისმცემლების გულები ისევ დაიპყროს.

Nokia 9 – კომპანიის განცხადებით, ახალი სმარტფონი ჭეშმარიტან ინოვაციური იქნება. თუკი ფოტოებს დავუჯერებთ, რომლებიც „ტვიტერში“ გავრცელდა, კორპუსი მეტალის ან შუშის ტიპის იქნება. 5,3 დიუიმი დიაგონალის ეკრანს ჩარჩო არ ექნება, ამას გარდა სმარტფონი უახლესი ოპერაციულ სისტემა Android 8.0 Oreo-თი იქნება აღჭურვილი.

სმარტფონს ორმაგი კამერა და თვალის გარსის ამომცნობი ფუნქცია ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები