Nokia ახალი ტელეფონის გამოსაშვებად ემზადება, რომელიც მისი მოდელის, 3310-ის განახლებული ვერსია იქნება. არსებული ინფორმაციით, სიახლემ უკვე გაიარა სპეციალური რეგისტრაცია ჩინეთში და კოდური სახელწოდება ТА-1017 მიიღო, თუმცა ის შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.
უკვე ცნობილია, რომ ტელეფონი უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის იქნება განკუთვნილი, ის ორი სიმ-ბარათის მხარდამჭერი იქნება, თუმცა მისი დეტალური მახასიათებლები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.