LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოკოლას ქეიჯი ახალ გულისწორს ნიუ-იორკს ათვალიერებინებს

252
25595340-0-image-m-104-1583440510499

სულ ცოტა ხნის წინ, 56 წლის მსახიობმა ნიკოლას ქეიჯიმ საზოგადოებას თავისი ახალი შეყვარებული წარუდგინა. ტაბლოიდებმა მსახიობი და მისი 26 წლის შეყვარებული, რიკო შიბატა მუზეუმისკენ  მიმავლები დააფიქსირეს.

მეოთხე ცოლთან განქორწინების შემდეგ, ნიკოლას ქეიჯმა საზოგადოებას ახალი შეყვარებული წარუდგინა

სოციალურ ქსელში უკვე ხუმრობის შემცველი კომენტარებიც დაიწერა,  ადამიანები კიანუ რივზს  ურჩევენ,  ნიკოლას მადლობა გადაუხადოს, რაგან მასსა და მის საცოლეზე, ალექსანდრა გრანტზე უკვე აღარავინ ისაუბრებს

ახლა კი ნიკოლასი და მისი ახალი გულისწორი ნიო-იორკის ცენტრალურ პარკში ეტლით სეირნობენ.

შეგახსენებთ, ნოკოლას ქეიჯი თავის მე-4 ცოლს გასულ წელს დაშორდა. ახალ შეყვარებულს კი მსახიობი სულ რაღაც ორი თვეა ხვდება. მათი შეხვედრები იმდენად ინტენსიურია, რომ ტაბლოიდები ვარაუდობენ, შესაძლოა სულ მოკლე დროში, ქეიჯი მეხუთეჯერ ჩაებას ქორწინების უღელში, ამჯერად იაპონელ რიკო შიბატასთან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები