ოსკარის“ ერთ-ერთი ნომინანტი ფილმის “რომას” მსახიობი დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრება, რადგან აშშ-მა მას ვიზის მიცემაზე უარი უთხრა.
მექსიკელ ხორხე ანტონიო ჰერეროს აშშ-მა ვიზაზე უკვე მესამედ უთხრა უარი. მისი თქმით აშშ-ში ჩასვლაზე ოფიციალური მიწვევა ჰქონდა, თუმცა საელჩოში ამ განცხადების წაკითხვაზე უარი თქვეს.
„ოსკარის“ პრემიის ნომინანტები 22 იანვარს დასახელდნენ.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 24 თებერვალს გაიმართება.