LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის ემოცია მოგების ნიშნად: „ჭადრაკის დედოფლის საქმით ძალიან ვამაყობ…“

237
ნონა და ანა

იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი ანა რეხვიაშვილი აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ნონა გაფრინდაშვილთან ერთად აქვს გადაღებული და წერს:

„ამ ფოტოზე ასევე უნდა ყოფილიყო დიდი გუნდი, რომელმაც ბევრი იმუშავა ჭადრაკის დედოფლის საქმეზე და რომლითაც ძალიან ვამაყობ…“

შეგახსენებთ, რომ დღეს გახდა ცნობილი „ნეტფლიქსისა“ და ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე შეთანხმების შესახებ. ნონა გაფრინდაშვილი სერიალ „დედოფლის გამბიტიდან“ მასთან დაკავშირებული ეპიზოდის ამოჭრასა და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. სასამართლოში საქმის წარმოებას, „ნეტფლიქსმა“ შეთანხმების გაფორმება არჩია. ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუ რას მოიცავს გარიგების დეტალები.

„ფორტუნას” კითხვაზე, რას მოიცავს შეთანხმების პირობები, ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, მაია მწარიაშვილი პასუხობს, რომ სრულად, შეთანხმების დეტალების გასაჯაროებას არ აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ თავიდან „ნეტფლიქსი“ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელს სერიოზულად არ აღიქვამდა, თუმცა როგორც ჩანს, კომპანიამ შეხედულება შეიცვალა და მოწინააღმდეგე მხარეს მორიგება სთხოვა.

ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია – ნონა გაფრინდაშვილი “Netflix”-ის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე

“შესაძლებელია, მორიგება ყველა ეტაპზე მოხდეს, წარმატების შანსები გვაქვს” – რა სტრატეგიულ უპირატესობაზე საუბრობს ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g