LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა გაფრინდაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

157

ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნის სამზადისზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნონა გაფრინდაშვილის 75-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით დაგეგმილი, ვარსკვლავის გახსნის სამზადისის მიმდინარეობა და ღონისძიებისთვის აუცილებელი მნიშვნელოვანი საკითხები.

3 მაისს საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე 128 პარტია ჩაატარა. გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი, ასევე, 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები