LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა ქურდოვანიძე: „მიხაილ როთის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არსებობა-არ არსებობაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი“

168
ნონა ქურდოვანიძე

საქართველოში მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

„დილა მშვიდობისა, თბილისი!“ – მიხაილ როთი საქართველოშია

შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძეც, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიხაილ როთთან განიხილეს.

„ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია – ერთი მხრივ იმას აჩვენებს, რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის მაღალი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენი მხრიდან მოხდა ინფორმაციის გაზიარება, ზოგადად რა გარემოა წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში, „რუსული კანონის“ ეფექტებთან დაკავშირებით, ცხადია, იყო მსჯელობა.

რაც შეეხება მისი მხრიდან რაზე კეთდებოდა აქცენტები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები როგორიც არის, მათ შორის, ამ კანონის მიღება, თავდასხმები არასამთავრობო სექტორზე და ზოგადად ეს რიტორიკა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს უკვე არაერთი თვეა, ეს გავლენას ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და არის დამაზიანებელი, სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის, ამიტომ თუ ეს კანონი [ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] შენარჩუნდა და ამ ტიპის ქმედებები გაგრძელდა, ეს საბოლოო გავლენას მოახდენს. დაიწყება თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი, ეს დამოკიდებულია ამ კანონის არსებობა-არ არსებობაზე“, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

კახა კალაძე: რატომ უნდა შევხვდეთ მიხაელ როთს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული?

ჟურნალისტის შეკითხვაზე – დაადასტურა თუ არა მიხეილ როთმა თავისი კოლეგების მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნდესტაგი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში წევრობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს,ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შენარჩუნების პირობებში, ამაზე არაერთი უცხოელი დეპუტატი საუბრობს.

„ის, რომ ამ კანონის არსებობა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს და რომ ამ კანონის არსებობის პირობებში, ვერ მოხდება წინსვლა, ეს არის ის, რაზეც არაერთი ჩვენი ქვეყნის პარტნიორი საუბრობს და ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა, მათ შორის, შესაბამისი დეპუტატების მხრიდანაც“, – აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

მიხაილ როთი: „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს“

magti 5g