LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა ქურდოვანიძე: „მზია ამაღლობელის პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ ციხეში დააბრუნონ“

130
ნონა ქურდოვანიძე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დღეს დამატებით სამედიცინო კვლევები ჩაუტარდება. როგორც ქურდოვანიძემ ამაღლობელის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, მზია ამაღლობელის პოზიცია უცვლელია და მას ციხეში დაბრუნება სურს.

„მზია ამაღლობელი დღეს უკვე 30-ე დღეა შიმშილობს. ის სრულ შიმშილობას აგრძელებს და აქ [„ვივამედში“] რჩება დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით, თუმცა მისი პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ უკან ციხეში დააბრუნონ. თუ ჩატარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, მისი პოზიცია, რომ ის აქ [„ვივამედში“] აღარ დატოვონ და უკან ციხეში გადაიყვანონ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია სამედიცინო ჩვენება, როგორი იქნება. როგორც მას აქვს ინფორმაცია, დღეს იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი იქნება გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული.

რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელი 30 – დღიანი შიმშილობის ფონზე ფიზიკურად სუსტად არის, თუმცა მზია ამბობს, რომ შედარებით უფრო უკეთ არის, ვიდრე ბოლო რამდენიმე დღის წინ იყო, ამიტომ ფიქრობს, რომ შესაძლებელია მისი უკან დაბრუნება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სამედიცინო ანალიზებზე დაყრდნობით და არა უბრალოდ, მისი სურვილით (რომ მას უკან დაბრუნება უნდა), მნიშვნელოვანია სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება. მზია ამაღლობელი ფიზიკურად გადაადგილდება, ის ჩვეულებრივ საუბრობს და ამ მხრივ რაიმე პრობლემა არ აქვს“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, როგორც ციხეში, ასევე „ვივამედში“ პერიოდულად ნახულობს.

„აღნიშნული არის დამატებით მონიტორინგის განხორციელების ფორმა. რაც შეეხება იმ ექიმების ჯგუფის დამატებით [ ვივამედში] შემოსვლას, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ისინი დამატებით კიდევ გეგმავდნენ შემოსვლას. როგორც წესი, ეს არის ხოლმე ერთჯერადი შემოსვლა, რომელსაც უნდა მოჰყვეს შემდგომი შეფასება, რასაც ისინი გააკეთებენ, სავარაუდოდ წერილობით და რომელსაც შემდეგ ჩვენ სახალხო დამცველისგან გამოვითხოვთ“, – აღნიშნა ქურდოვანიძემ.

გარდა ამისა, ქურდოვანიძის განმარტებით, საია გეგმავს, რომ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ადამიანთა უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი გააგზავნოს.

„მზია ამაღლობელის საქმეზე, კერძოდ აღკვეთის ღონისძიების სახით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც სრულიად უსაფუძვლო და უკანონოა, მისი გასაჩივრება უკვე შესაძლებელია ადამიანთა უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.

„მდგომარეობა რჩება იგივე… მზია ამაღლობელს უტარდება დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ…“ – „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g