LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა ქურდოვანიძე: „მზია ამაღლობელს ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს – მის მიმართ უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“

132
მზია ამაღლობელი და ნონა ქურდოვანიძე

„მზია ამაღლობელს ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს – მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“, – ამის შესახებ „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უფლებადამცველი, საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

„პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება – მოვუწოდებ ბიზნესს, აიღოს პასუხისმგებლობა კრიტიკული მედიის გადარჩენაზე და მივმართავ ცივილურ სამყაროს, ნუ დაგვტოვებს ავტორიტარულ რეჟიმთან მარტო“ – მზია ამაღლობელი

როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, მზია ამაღლობელ აღნიშნული ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰყავდათ, თუმცა, „მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ“.

„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს. ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს.

გრიგოლ ბესელია: „შევესწარი, რომ მზია ამაღლობელი მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე, აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“, თუმცა მაინც მიაკრა“

„ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის!“ – მზია ამაღლობელი გამომძიებელს

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, საქმის გამომძიებელი დაიკითხა.

შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ. ეს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა და მზია უსამართლოდ დააჯარიმა.

მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“. – წერს ნონა ქურდოვანიძე.

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

საია: „მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მის მიმართ ჩადენილი სხვა დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა“

გამოყენებულია ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ფოტო

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს. ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ…

Posted by Nona Kurdovanidze on Wednesday 7 May 2025

⭕⬇ სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ⭕⬇ „ბათუმელების” ცნობით, მზია…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Wednesday 7 May 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g