LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორიოში ახალი მეტეორადიოლოკატორი გაიხსნება

79

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს სოფელ ნორიოში,ქვიშიანას მთაზე,„საქაერონავიგაციის“ მიერ დამონტაჟებულ ახალ მეტეორადიოლოკატორს დაათვალიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამედროვე ტიპის მეტეორადიოლოკატორის მონტაჟი ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ამერიკულმა კომპანიამ EEC (Enterprise Electronics Corporation) განახორციელა. ახალი, ამერიკული წარმოების ლოკატორი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მეტეოოფისებს მეტეორადიოსალოკაციო ინფორმაციით უზრუნველყოფს.

„ახალი ტიპის მეტეორადიოლოკატორი საშუალებას იძლევა, მუდმივ რეჟიმში მოხდეს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და ინფორმაციის საფრენოსნო ხომალდებისთვის გადაცემა,“- ნათქვამია ეკონომიკის სმაინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g