გიჭირთ სუნთქვა? დაიღალეთ? მიიღეთ „ნორმოქსი“, ის შეგმატებთ სასიცოცხლო ენერგიას – ასეთი ფორმულირების მქონე მოწოდებით დაიწყო სასარგებლო წყალმა „ნორმოქსმა“ ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე პოზიციონირება.
ნინო ბაშარული, „ნორმოქსის“ პიარ მენეჯერი:
– „ნორმოქსი“ იმ ქართველი მეცნიერების მიერაა შექმნილი, რომლებმაც სულ ახლო წარსულში საზოგადოებას „პეტროქს უნივერსალი“ შესთავაზეს (ეს არის ორგანულად დამზადებული საწვავის დანამატი, რომლის გამოყენების შედეგად გამონაბოლქვში მცირდება მავნე ნივთიერებების რაოდენობა და რომელიც ხელს უწყობს ავტომობილის მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენას). „ნორმოქსის“ წყლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც იდენტურია ჩვენს ორგანიზმში არსებული წყლისა. ჩვენი ორგანიზმი „ნორმოქსის“ წყალს აღიქვამს, როგორც „საკუთარს“ და ის მისი სტრუქტურის შესაცვლელად საერთოდ არ ხარჯავს ენერგიას, აქედან გამომდინარე, ადვილად აღწევს ჩვენი სხეულის ყველა სისტემასა და ორგანოში. ამასთან, დალევიდან ზუსტად ნახევარ საათში რამდენიმე ერთეულით მატულობს სატურაციის დონე.
საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა, რომ როგორც მომღერალს „ნორმოქსი“ ძალიან დამეხმარა. ერთი წლის წინ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გავიკეთე ოპერაცია, რომლის დროსაც ნახევარი ფილტვი მომკვეთეს. მოგეხსენებათ, ჯერ პოსტოპერაციული დეპრესია როგორია და მერე რა რთულია, რომ ვერ სუნთქავ და ვერ მღერი. მაგრამ, მეგობრების ხელით, სამყაროსგან ეს არაჩვეულებრივი სასმელი წყალი გამომეგზავნა. „ნორმოქსის“ ყოველდღიურად მიღებიდან ზუსტად ორ თვეში პატარა კონცერტიც კი ჩავატარე.
„ნორმოქსის“ წყლის დალევის შემდეგ მალევე გრძნობ ენერგიის მოზღვავებას, ხდები უფრო კონცენტრირებული, იცვლება კანის ფერი და მდგომარეობა. ეს ყველაფერი იმითაა განპირობებული, რომ წყალი ჩვენი ორგანიზმის საფუძველია, ის მის 75%-ს შეადგენს.
„ნორმოქსის“ წყალს არ აქვს არანაირი უკუჩვენება, ბევრი კვლევა ჩატარდა ამის დასამტკიცებლად. მაგალითად, ჰემატოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი ექიმების დასკვნით, ის შეუცვლელია ანემიის დროს, ორსულთათვის, დიაბეტის მქონეთათვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების დროს. „ნორმოქსის“ წყლის გამოყენება ეფექტური აღმოჩნდა ფსორიაზის მკურნალობის პროცესში.
„ნორმოქსის“ წყლის მიღების დღიური ნორმა არის 250-300 მილილიტრი, მას არ სჭირდება არაფერში გაზავება და არც დღის განმავლობაში გადანაწილება. უმჯობესი იქნება, თუ „ნორმოქსის“ წყალს მიიღებთ უზმოზე ერთბაშად. „ნორმოქსის“ წყლის დალევას ვურჩევ ყველა ასაკის ადამიანს, მათ შორის ბავშვებსაც, განსაკუთრებით ყურადღების დეფიციტის პრობლემის მქონეებს.
„ნორმოქსის“ ჯერჯერობით ერთადერთი ბაზა მდებარეობს ვაშლიჯვარში და გვაქვს მიტანის სერვისი. ვაპირებთ, რომ ის უახლოეს მომავალში შევიტანოთ გამაჯანსაღებელ ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, წამყვან მარკეტებში. რა თქმა უნდა, ღია ვართ შემოთავაზებებისთვის, პარტნიორობისთვის, ინვესტიციებისთვის. გვაქვს კარგი იდეები, სამომავლოდ როგორ განვავითაროთ ჩვენი პროდუქტი. გვსურს, ეს უნიკალური ფორმულა მთელ საქართველოს გავაცნოთ. „ნორმოქსი“ ნამდვილად არ არის პანაცეა, მაგრამ ყველანაირი დაავადების მკურნალობის პროცესს ხდის ძალიან ეფექტურს, ის კარგი და შეუცვლელი დამხმარეა.