ნორვეგიელებმა ელექტრომობილების რეკორდული რაოდენობა იყიდეს. აგვისტოს თვეში „მწვანე“ მანქანების გაყიდვების რაოდენობა მთელი გაყიდვების 94%-ს შეადგენს – და ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. 2024 წლის გასული 8 თვის ჯამში ელექტრომობილების რიცხვმა 87% შეადგინა.
ნორვეგიაში ბესტსელერებს შორისაა – Tesla Model Y, Volvo EX30, skoda Enyaq, Volkswagen ID. 4 და Audi Q4 e-tron.
ყველაზე გაყიდვადი „მწვანე“ მოდელი ადგილობრივ ბაზარზე ისევ Tesla Model Y-ია, რომლის წილმაც აგვისტოში 19% შეადგინა.