მსოფლიოში უამრავი პროდუქტის წარმოება პირდაპირ კავშირშია ტროპიკული ტყეების განადგურებასთან – განსაკუთრებით ეს პრობლემა არგენტინას, ბოლივიას, ბრაზილიას, პარაგვაის, ინდონეზიას, მალაიზიას და პაპუა-ახალ გვინეას ეხება.
ნორვეგიის ხელისუფლებამ უარი თქვა ისეთი პროდუქციის შეძენაზეც, რაც ხეების მოჭრასთან არის კავშირში და ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ამცირებს და ანადგურებს ტროპიკულ ტყეებს, აღარ გაუფორმდება სახელმწიფო კონტრაქტი. ასევე ქვეყნის მასშტაბით ოფიციალურად აიკრძალა ხეების გაჩეხვა.
შესაბამისად, ის გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა ისეთ საქონელზე, რომლის დასამზადებლადაც ტროპიკული ტყეები ნადგურდება. ნორვეგიულმა ფონდმა უკვე მოუწოდა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას, მათი საქციელი გაიმეორონ.