მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატის ტიტული პოლონეთში მცხოვრებმა ბაკარდმა მიიღო. ამის შესახებ Dziennik Baltycki წერს.
ულამაზესი კატა საერთაშორისო გამოფენის Fife World Show-ს ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობაში მყოფმა 16-მა ადამიანმა 1,5 ათასზე მეტი მონაწილე ვიზუალის, ბეწვის, ზოგადი აღნაგობის და სხვა ნიუანსების მიხედვით შეაფასა. ფინალში გასულმა ბაკარდიმ სომალიურ, ორიენტულ და აბისინურ კატებს რამდენიმე ქულით აჯობა.
გამარჯვებული კატის პატრონის ჯოანა კოვალჩიკის თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ განსაკუთრებული ცხოველის მეპატრონე იყო, ამიტომ ეს ტიტული სულაც არ გაჰკვირვებია.