LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიელები ელექტრომობილებს სადენის გარეშე დამუხტავენ

94
taxistand

ნორვეგიაში ელექტრო ტაქსებს რამდენიმე წუთში, სადენის გარეშე დამუხტავენ. ოსლო გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში სადაც სრულიად ახალ – უსადენო ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

საინტერესო პროექტი ფინურმა კომპანია Fortum-მა შექმნა და დასამუხტი სადგურების ნაცვლად გზებზე სატელიტური თეფშები დამონტაჟდება. ელექტრომობილები კი ენერგიას სპეციალური გადამცემების დახმარებით მიიღებენ.

სიახლის მიზანი ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარობის გაზრდაა. საქმე ისაა, რომ ხელისუფლების გეგმით, 2023 წლისთვის ოსლოში მავნე გამონაბოლქვი ნულამდე უნდა შემცირდეს, 2025 წლისთვის კი თითქმის ყველა ავტომობილი ელექტროთი უნდა ჩანაცვლდეს.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ელექტრომობილების რაოდენობა 50 ათასს აღწევს, რაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g