LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიელებმა ავტომობილებს ბრძოლა გამოუცხადეს

76
1563346219-175332-34

ოსლომ ავტომობილებს ომი გამოუცხადა. ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრში 700-მდე საპარკინგე ადგილი გააუქმა და მათ ადგილას სკამები და ველოსიპედის გასაჩერებელი ადგილები მოაწყო. დარჩენილი 50 ადგილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის დატოვეს, რადგან მათ სხვაგვარად გადაადგილება გაუჭირდებათ.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხო გზებს და მათი უმრავლესობა ცალმხრივი გახდა. ნაწილი კი პირადი ავტომობილებისთვის საერთოდ გაუქმდა. მთავრობამ ახალი საგზაო ნიშნები ყველგან დაამონტაჟა, რათა მძღოლებს ახალ წესებში გარკვევა გაუმარტივოს.

„ანტი-ავტომობილების“ რეფორმა სულ ახალი დაწყებულია თუმცა პირველი შედეგი უკვე გამოიღო – ქალაქის ცენტრში ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა 10%-ით გაიზარდა.  მთავრობა კი ცენტრში ავტომობილით გადაადგილებისთვის ახალი საფასურის დაწესებას ფიქრობს, რაც ტრანსპორტის რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g