პოლიციამ რუსული გასამხედროებული ჯგუფის, „ვაგნერის“ ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი დააკავა, რომელიც ახლახან ნორვეგიაში გაიქცა და იქ თავშესაფარს ითხოვდა.
მედიის ინფორმაციით, მედვედევის ნორვეგიელმა ადვოკატმა, ბრინჯულფ რისნესმა განაცხადა, რომ იგი ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
მედვედევმა Guardian-თან მოკლე სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ იგი დააკავეს და შეშფოთება გამოთქვა, რომ იგი რუსეთიდან გააძევეს.
ცნობისთვის, 26 წლის ანდრეი მედვედევმა ნორვეგიის საზღვარი 13 იანვარს გადაკვეთა, რის შემდეგაც ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა.
გაქცევამდე მედვედევმა თქვა, რომ უკრაინაში ის შეესწრო „ვაგნერის“ მებრძოლების მკვლელობას, რომლებსაც საკუთარი მეთაურები ბრძანებების დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდნენ.
უკრაინაში მიმდინარე სიახლეებს ვრცლად გაეცნობით:
„მინისტრს ვთხოვე, იმუშაოს ამ საკითხზე“: საფრანგეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს