ოსლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორმა კომპანია „რიუტერტმა“ ახალი მარშრუტი ნომერი 35 დანიშნა და მასზე მხოლოდ ელექტრო ავტობუსები იმოძრავებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და ელექტრო ავტობუსები მგზავრებს მძღოლის გარეშე, ავტოპილოტით მოემსახურებიან.
მანამ სანამ პატარა წითელი ავტობუსები თავის მარშრუტს დაიწყებდნენ, ისინი სატესტო რეჟიმში მუშაობდნენ, სპეციალისტები კი გზაზე შექმნილ სიტუაციას სწავლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი სრულად რობოტიზირებულია და მძღოლიც არ სჭირდება კაბინაში სატრანსპორტი კომპანიის თანამშრომელი მაინც იჯდება. მისი მოვალეობა კომფორტულ მგზავრობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებაა.
აღსანიშნავია, რომ ავტობუსების გამოყენებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც მარტივად შეძლებენ. ადგილობრივებს სიახლე ძალიან მოეწონათ და უპილოტო ტრანსპორტს ქალაქის სტუმრებიც დიდი სიამოვნებით იყენებენ.