LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოშიკო ნამორაძე: „12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!“

268
ნოშიკო ნამორაძე

„12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!“ – ამ განცხადებით VR HOLDING-ის დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე მიმართა.

მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და ჟურნალისტს უთხრა:

„12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც უკრაინაში ხდება? უკრაინა მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში რაც ხდება? რა უქნეს ქვეყანას, ნახეთ? იგივე გინდა, რომ აქ იყოს? აწიოკება გინდა ამ ქვეყნის? არ გამოგივა,“ – განაცხადა ნოშიკო ნამორაძემ.

ბიზნესმენმა მიმდინარე აქციების კომენტირებისას ასევე აღნიშნა, რომ ძალადობის მომხრე არ არის, „მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და მიზანმიმართულობა“.

„ზუსტად ყველაფერი გამიზნულად მოხდა იმისათვის, რომ ახალგაზრდები საზარბაზნე ხორცად დაეტოვებინათ იქ. დატოვეს საზარბაზნე ხორცად…

არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზანმიმართულობა. ახლა ავალ პრემიერთან. რომ ჩამოვალ, გეტყვით ჩემს სათქმელს.“ – განაცხადა ნამორაძემ.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g