11 მარტს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებიმა მთავრობას ნოვრუზის დღეს, 21 მარტს, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს არ შეეხება კულტურულ და რელიგიურ დღესასწაულებს.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
“საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღწესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. კულტურულ, რელიგიურ და მსგავს დღესასწაულებზე ხალმრავლობიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების მომატებული რისკია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის”.– განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა.
ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა