ცნობილი ბოი-ბენდის, NSYNC-ის ისტორია შორეულ 2002 წელს დასრულდა. 16 წლის შემდეგ კი ჯასტინ ტიმბერლეიკი, კრის კირკპატრიკი, ჩეიზეს ჯეისი, ჯოუი ფატონი და ლენს ბასი ერთმანეთს მნიშვნელოვანი ფაქტის გამო შეხვდნენ – NSYNC-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე ვარსკვლავი გაუხსნეს. ის Backstreet Boys-ის, New Kids on the Block-ისა და New Edition-ის გვერდით განთავსდა.
თითოეული მუსიკოსი ღონისძიებაზე ოჯახთან ერთად მივიდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ჯესიკა ბილიც, ტიმბერლეიკის დედა, ლინ ბომერ ჰარლესი და ტელეწამყვანი ელენ დეჯენერისი, რომელსაც ჯასტინთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.