„ბევრმა ექიმმა დაწერა მსგავსი პოსტი,მეც დავწერ ჩემი პატარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რჩევებს!!! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს.
პედიატრი ამბობს, რომ მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვების ჯანმრთელობას.
ცნობილი ექიმი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს:
„ზაფხული მხიარულების და ბედნიერების მომტანი პერიოდია ჩვენი ბავშვებისთვის,მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობას.
აუცილებელია ზოგიერთი რეკომენდაციის მკაცრი დაცვა-სითხის მიღება:
წყალი — ყოველდღიური და აუცილებელი მეგობარია. 6 თვეზე ზევით ასაკში ხშირად შევთავაზოთ წყალი, განსაკუთრებით სეირნობის, თამაშის ან ოფლიანობის შემდეგ. ზაფხულის სიცხეში ბავშვის ორგანიზმს სჭირდება მეტი სითხე — წყლის საჭიროება დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე და აქტივობაზე:
საშუალო ოდენობა:
– 6 თვემდე– მხოლოდ ძუძუთი ან ფორმულით კვება (დამატებითი წყალი არაა საჭირო, ექიმის რჩევის გარეშე).
– 6 თვიდან 1 წლამდე– დღეში დაახლოებით 250-300 მლ წყალი, თანდათანობით.
– 1–3 წლის ასაკში– დაახლოებით 1 ლიტრი სითხე დღე-ღამეში (აქ შედის წყალი, წვნიანი, ხილი).
– 4–8 წლის ასაკში– დაახლოებით 1.5–1.8ლიტრი სითხე დღეში.
– 9+ წლის ასაკში– უკვე საჭიროა 1.5–2 ლიტრი,განსაკუთრებით აქტიურობის პირობებში.
ყურადღება მიაქციეთ პირის სიმშრალეს,დაღლილობას, შარდის ფერს–მუქი შარდი შეიძლება სითხის დეფიციტზე მიუთითებდეს.
ჩააცვით მსუბუქი ტანსაცმელი: ღია ფერის, ჰაეროვანი,ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი ,რათა დავიცვათ ბავშვი გადახურებისგან. სეირნობა მხოლოდ დილას ან საღამოს: მოვერიდოთ შუადღის მზეს — ყველაზე ინტენსიური დროა 12-დან 17 საათამდე,ამ პერიოდში მოერიდეთ გარეთ გასვლას!
აუცილებელია მზისგან დაცვა: მაღალი SPF-ის მზის კრემი, ქუდი და ჩრდილში ყოფნა !!!
თუ ბავშვს აქვს სუნთქვის აჩქარება, გაწითლებული კანი, წუწუნებს ან ძილიანობს — ეს შეიძლება გადახურების ნიშნები იყოს, ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექის!!!
ძვირფასო მშობლებო, მზეზე თამაში კი მშვენიერია, მაგრამ ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ამ საკითხს, რადგან ბავშვების სიცილ-კისკისი მხოლოდ ჯანმრთელობის ფონზეა ჭეშმარიტად ლამაზი!!!! ჯანმრთელობას და ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ“, – წერს პედიატრი.
ბევრმა ექიმმა დაწერა მსგავსი პოსტი,მეც დავწერ ჩემი პატარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რჩევებს!!!!ზაფხული მხიარულების და…
Posted by Inga Mamuchishvili on პარასკევი, 01 აგვისტო, 2025