LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გამოიყენებთ ხორბალს, როგორც ომის იარაღს – რომის პაპი

51
Pope Francis speaks during his general audience in St. Peter's Square at the Vatican April 18. (CNS photo/Paul Haring) See POPE-AUDIENCE-NAME April 18, 2018.

რომის პაპი ფრანცისკე ხორბლის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნას ითხოვს. მისი თქმით, „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალს უკრაინის პორტებში არსებულ ვითარებას.

„მილიონობით ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია ხორბლის ექსპორტზე, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბ ქვეყნებში. გულწრფელად მოგმართავთ, ყველა ძალისხმევა გამოიყენოთ ამ საკითხის გადასაჭრელად, ადამიანის საყოველთაო უფლებების უზრუნველსაყოფად. გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს“, – განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთები უკრაინაშია ჩარჩენილი, რადგან რუსეთმა უკრაინის პორტები დაბლოკა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი პუტინს აფრთხილებს, რომ მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპება, თუ უკრაინის პორტები დაბლოკილი დარჩება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g