LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ძმაო გამაგრდი და გაძლიერდი”-გიორგი სუხიტაშვილი ზაზა გახელაძეს მიმართავს და სიმღერას უძღვნის

310
maxresdefault

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ზაზა გახელაძის “განაჩენს” სოციალურ ქსელში ეხმაურება. სუხიტაშვილი ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს მიმართავს და მოუწოდებს გამაგრდეს.

“ბავშვობაში მამაჩემს ჰქონდა მანქანაში მაგნიტოფონის კასეტა, სადაც ჯემალ სეფიაშვილის სიმღერები იყო ჩაწერილი, მათ შორის ესეც “ნუმიტირებს ნურავინ”. ამ სიმღერას ბესო კალანდაძე მღერის ისე, რომ გული გაგიჩერდება, სულ ვატრიალებდი ერთი და იგივეს გამუდმებით.

როცა საესტრადო სასწავლებელში ვსწავლობდი ხშირად ვმღეროდი სადაც ინსტრუმენტს დავინახავდი.

ძალიან დიდ ემოციას ატარებს ეს სიმღერა ❤

ახლა რომ მოვედი სახლში, საინფორმაციოში თქვეს, რომ ქართველ ახალგაზრდა კაცს რუსეთის მიერ მართულმა ცხინვალის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა! იმედია რამეს ვიზამთ და გამოვაშვებინებთ.
ყველას გვახსოვს არჩილ ტატუმაშვილის ამბავი, ამიტომ აუცილებელია მეტი გააკეთოს მან ვისაც ეს ევალება! შენ კიდე ძმაო გამაგრდი და გაძლიერდი.

p.s. სხვილოს ციხეც საქართველოა და სწორედ იქ მიმდებარედ დააკავეს ეს ბიჭი!”,-წერს გიორგი სუხიტაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g