LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ შეეხები პრობლემას მანამ, სანამ პრობლემა თვითონ არ შეგეხება” – იტალიური სიბრძნე

329

იტალია არა მარტო ევროპული ცივილიზაციის, აღორძინების და გენიოსების სამშობლოა, არამედ ხალხური სიბრძნის ნამდვილი საგანძურიც. გაეცანით თვითმყოფადი და სიცოცხლისმოყვარული იტალიელების მოსაზრებებს, რომელთაგან  ღვინისა და ქალების სიყვარულის  გარდა, კიდევ ბევრი რამის სწავლა შეიძლება:

 

 

* როცა თამაში მთავრდება, მეფეც და პაიკიც ერთ ყუთში ვარდება.

* უკეთესია ერთი დღე იცოცხლო და იყო ლომი, ვიდრე ასი წელი იცხოვრო და იყო ცხვარი.

* ცხოვრება საახალწლო ნაძვის ხეს ჰგავს. ყოველთვის გამოჩნდება ვინმევინც სათამაშოებს დაამტვრევს.  

* ღმერთო დამიფარე მეგობრებისგან და მტრებს როგორმე თვითონ მოვერევი.

* ის, ვინც საკუთარ თავს იცნობს, სამყაროს შეცნობაც შეუძლია.

* არაფერია შეუძლებელი თუ მოინდომებ.

* ნუ განსჯი ადამიანებს იმის მიხედვით, რასაც მათზე ამბობენ.

* თუ ღვინო და მეგობრობა ძველი არაა, მისი ფასი გროშიც არაა.

* მშვიდობა ვერ იქნება იმ საქათმეში, სადაც მამალი დუმს და ქათამი კრიახებს.

* თუ იტყუები, მაშინ მოკლედ თქვი.

* მტერი ყველაზე საშიში მაშინაა, როცა მარცხდება.

* ქალთან კამათის ორი ხერხი არსებობს, თუმცა არცერთი არ მუშაობს.

* სასიყვარულო ომში ის იმარჯვებს, ვინც პირველი მიდის.

* საკმარისი არაა ფულის ქონა, მთავარია მისი ხარჯვა იცოდე.

* ნუ შეეხები პრობლემას მანამ, სანამ პრობლემა თვითონ არ შეგეხება.

* სამყარო მათ ეკუთვნით, ვისაც მოთმენა შეუძლია.

* ადამიანს წლები ცვლის და არა წიგნები.

* სხვისი რჩევა მიიღე ან ნუ მიიღებ, მაგრამ გადაწყვეტილება თვითონ მიიღე.

* ის, რაც შენია ვერავინ წაგართმევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g