„ნანუკამ დაწერა, მე პასუხების გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ და არც საუბარს არ ვაპირებდი არაფერზე, ვცხოვრობდი ჩემთვის. მაქვს ერთი დევიზი, ნუ შეეხებიან ჩემს ოჯახს, იმიტომ რომ არასოდეს შევხებივარ სხვისას, ეს არის ჩემი პრინციპი. ნანუკასთან კი არა, საერთოდ ცხოვრებაში“, – ასე უპასუხა მომღერალმა ნატო გელაშვილმა Ambebi.ge-ს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასებდა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს.
Ambebi.ge მომღერალს სწორედ ბოლოდროინდელ ხმაურიან მოვლენებთან დაკავშირებით დაუკავშირდა. ნატო გელაშვილმა აღნიშნა, რომ პასუხების გაცემას არ აპირებს და მიაჩნია, რომ ოჯახის საკითხებში ჩარევა მიუღებელია.
ნატო გელაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოჯახური თემები ღრმა პირად სივრცედ მიაჩნია და სწორედ ამიტომ ელოდება საზოგადოებრივ სიფრთხილეს ამ საკითხების მიმართ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ზოგადად არ ხართ გამორჩეული მსგავსი სკანდალებით, რაც ამ ორი დღის მანძილზე მედიაში ხდება…
– ეს არ არის სკანდალი, ღმერთმა დამიფაროს ამისგან. კიდევ გეუბნებით, ნურასოდეს ჩაერევიან ჩემს ოჯახში, იმიტომ რომ არასოდეს ვერევი სხვის ოჯახში. ამიტომ თუ ოდესმე ვიღაცა ჩაერია, პასუხიც ეგ არის. როცა ადამიანს არასწორად აყენებ შეურაცხყოფას, თავის დროზე, დაუმსახურებლად, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონია და უბრალოდ თავისი აზრი დააფიქსირა, მიუყრი ყვავებს საჯიჯგნად, რომ ბოლომდე კორტნონ, ცხოვრებაში მერე ხდება ისე, რომ შვილებს ამახსოვრდებათ ტკივილი.
საერთოდ, ოჯახს ერთმანეთის ტკივილი ამახსოვრდება, მითუმეტეს უდანაშაულო და დაუმსახურებელი ტკივილი. როცა იმსახურებ, ეს კიდევ მესმის.
როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი თქვენზე?
– აღარ მოქმედებს. ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რამაც იმოქმედა, ის დაღი დასმულია დღემდე.იმის მერე არაფერი აღარ მიკვირს და არც გამიკვირდება. ადამიანების განსასჯელია ვის რა მოსწონს, არც არავის მრწამსში ჩავრეულვარ. მე თუ ჩემი სადარდებელი მაქვს და ჩემს პოსტს ავტვირთავ, საქილიკოდ ნუ გახდი და საჯიჯგნად. არ დამიმსახურებია. არ გამომირჩევია ადამიანი, არც პარტიით, არც მეგობრობით, არც ვიღაცისთვის მიკრავს ხელი რომ რომელიმე პარტიაში იყო.
ნახევარ ქალაქს ვიცნობ და არასოდეს გამიყვია ქალაქი იმით, რომ ვიღაც ასე ფიქრობს და ან ისე. როდესაც ასეთ ადამიანს გაიმეტებ რომ ჯიჯგნონ, პასუხისთვისაც მზად უნდა იყო. ბიჭებს ალბათ დიდი დაღი დაასვა და გულისტკივილი ალბათ სწორედ ეგ არის. მე აღარც პოსტებს ვკითხულობ, მე დავწერე ჩემი გულისთქმა და დავამთავრე.
იხილეთ ვრცლად
ცნობისთვის, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების მიმართ კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეობა მიიღეს კონცერტში იმ დღეს, როდესაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ძმებმა მოგვიანებით ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
აღნიშნული პოსტი ლუკას და გიორგის ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მოუწონა და მათი მისამართით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მოგვიანებით, ტელეწამყვანის სამადლობელ პოსტს უპასუხეს ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებმა.