LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ შეგვეშინდება, ვიღაცამ რომ გაგვასწროს. მთავარია, ეს სამი ქვეყანა ევროკავშირის გეგმებში ზის“ – კახა გოგოლაშვილის თქმით, EU-ს „ასოცირებული ტრიოს“ გარშემო ვალდებულებები არ აქვს

118
კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველოს ჩამორჩენა ასოცირებული ტრიოს სხვა წევრებთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით, როგორც ასეთი, არცთუ ისე დიდი პრობლემაა.

როგორც მან „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა“ და „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე აღნიშნა, ტრიო არ ატარებს ინსტიტუციურ ხასიათს და არ ფუნქციონირებს რამე ფორმალურ ჩარჩოში.

ანალიტიკოსის თქმით, რომ ევროკავშირს კონკრეტულად ტრიოსადმი ვალდებულებები არ გააჩნია.

„ტრიო, როგორც ასეთი, ევროკავშირის დაფუძნებული არაა და არც ევროკავშირის მხრიდან ინსტიტუციონალიზაციის მცდელობაა.

„როგორც გვითხრეს მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული“ – რას ამბობს ირაკლი კობახიძე EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე

როგორც მანვე აღნიშნა, საამისოდ დაწყებულია ცხრა პრიორიტეტის შესრულება და ინტენსიურად გაგრძელდება.

ისინი ტრიოს უყურებენ, როგორც ჩვენი სამი ქვეყნის ინიციატივას თანამშრომლობაზე. ტრიო შეიძლება გამოიყენონ ტერმინი, რომ მოკლედ მოიხსენიონ ეს სამი ქვეყანა [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა].

სინამდვილეში, ამ ტრიოს გარშემო ვალდებულებები ევროკავშირს არ აქვს. მინდა ხაზი გავუსვა, არ არის სავალდებულო ხედვა, რომ ტრიო უნდა მიდიოდეს სინქრონულად. ძალიან ნუ შეგვეშინდება, ვიღაცამ რომ გაგვასწროს. მთავარია, ეს სამი ქვეყანა ზის ევროკავშირის გეგმებში“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

„ასოცირებული ტრიო“ ფორმალურად 2021-ში, სამი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მიერ გაფორმებული მემორანდუმით შეიქმნა. მისი ფორმატის ფარგლებში ქვეყნები თანხმდებიან თანამშრომლობაზე ევროინტეგრაციისთვის როგორც ერთმანეთთან, ასევე ევროკავშირთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები