LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ ვაკრიტიკებთ ხალხს, ვინც რუსეთი დატოვა, შევრიგდეთ!“ –  პუტინის ფავორიტმა მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა პოზიცია შეიცვალა

2439
bezrukov

პუტინის საყვარელი მსახიობი, სერგეი ბეზრუკოვი ცნობილია თავისი მწვავე განცხადებებით უკრაინის წინააღმდეგ. ის რუსული პროპაგანდისტული გუნდის აქტიური წევრია და განსაკუთრებით მონდომებულია იმ მსახიობებს შორის, ვინც პუტინს ღიად უჭერს მხარს. დღეს კი ბეზრუკოვის ტონი მკვეთრად შეცვლილი და შერბილებულია.

მსახიობმა, რომლის ანგარიშზეც 100-ზე მეტი კინოსურათია, ამჯერად ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას შერიგებისკენ მოუწოდებს:

„ახლა, როცა ყველაფერი თავდაყირა დგას, რა საჭიროა ამდენი ღვარძლი და უთანხმოება. რატომ ეძებთ ახალ მიზეზებს კონფლიქტისთვის? ნუ ვაკრიტიკებთ ხალხს, ვინც რუსეთი დატოვა, შევრიგდეთ! ხომ ჯობია, გავერთიანდეთ, არ განვიკითხოთ, ვიყოთ უფრო ადამიანურები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – ამბობს მსახიობი.

„ბოდიშს გიხდით, რომ პუტინის პროპაგანდის მჯეროდა, მაპატიეთ“ –  რუსი მსახიობი ალექსეი პანინი უკრაინელებს მიმართავს

ვიდეო: „ჩემი ქვეყანა შეიშალა“ – ანდრეი მაკარევიჩი რუსეთ-უკრაინის ომს სიმღერას უძღვნის

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g