LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ ვენდობით ხელისუფლებას, ნუ დაველოდებით „ფაიზერს“, ავიცრათ იმით, რაც გვაქვს: კალოიანი

95
1611821756-kaloiani

“ნიუ ჰოსპიტალსის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ხელისუფლების დანაპირებს არ უნდა ვენდოთ და არ უნდა დაველოდოთ „ფაიზერს“, უნდა ავიცრათ იმ ვაქცინებით, რაც გვაქვს.

„ჩვენი ზოგადი მოწოდებაა, რომ ავიცრათ იმით, რაც გვაქვს. რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, არცერთი დაპირება არასოდეს ვადებთან და ვაქცინებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას არ შეუსრულებია.

დროში ყოველთვის კატასტროფული აცილებაა, რა სეგმენტსაც არ უნდა ეხებოდეს ეს. მინისტრის მიერ წარდგენილი გრანდიოზული ათწლიანი პროგრამა ამის კლასიკური მაგალითია.

ამიტომ, მე ვერ ვიქნებოდი ხელისუფლების იმედზე და მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ აიცრან იმ ვაქცინით, რაც გვაქვს. ამის მთავარი არგუმენტია ის, რომ ჩინური ვაქცინაც, „სინოფარმი“ იქნება ეს თუ „სინოვაკი“, გვიცავს გარდაცვალებისგან და კრიტიკული მიმდინარეობისგან.

ის ვერ გვიცავს ისე, როგორც საჭიროა დავირუსებისგან, მაგრამ გვიცავს გარდაცვალებისგან. ნუ ვენდობით ამ ხელისუფლებას, ნუ დაველოდებით, ავიცრათ იმით, რაც გვაქვს“. – განაცხადა კალოიანმა „ფორმულას“ გადაცემაში „კომენტარი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g