წითელი ხალიჩა და ოქროსფერი კაბა – მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, სოციალურ ქსელში „გრემის“ 2025 წლის მუსიკალური დაჯილდოებიდან კადრებს გვიზიარებს.
მომღერალი კამერების წინ წითელ ხალიჩაზე პოზირებს.
ქართველ მომღერალს ოქროსფერი, მბზინავი დეტალებით გაფორმებული ულამაზესი კაბა აცვია.
ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძემ გამომწერებს ინფორმაცია ჯერ კიდევ დეკემბერში გაუზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსაწვევი მიიღო „გრემის“ ყოველწლიურ მუსიკალურ დაჯილდოებაზე დასასწრებად.
ფოტო: „გრემი“ მოვდივარ!..“ – ნუცა ბუზალაძე „გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე დაპატიჟეს
დღე, რომელსაც დიდხანს ველოდი…
მომღერალი წერდა, რომ 67-ე „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიას სპეციალური მოსაწვევის საშუალებით დაესწრებოდა, რომელიც მეილზე მიიღო.
„დღე, რომელსაც დიდხანს ველოდი… „გრემი“ – მოვდივარ“, წერდა ნუცა ბუზალაძე.