ცნობილი ხდება, რომ „ევროვიზიის“ მუსიკალურ კონკურსში გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ნუცა ბუზალაძეს „ბროდვეის“ თეატრიდან დაუკავშირდნენ. როგორც ჩანს, მომღერალმა კასტინგში მიიღო მონაწილეობა და სწორედ დღეს გახდა ცნობილი, რომ ნუცა ბუზალაძემ კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევროვიზია საქართველოს“ გვერდი ავრცელებს:
„ზარი ნიუ იორკიდან ევროვიზიამდე ერთი დღით ადრე – ნუცამ ბროდვეის ახალი მიუზიკლის კასტინგის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა” – წერია განცხადებაში, რომელსაც ნუცას ფოტო ახლავს.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე ხვალ, 9 მაისს, ,,ევროვიზიის” სცენაზე, მე-11 ნომრად წარდგება. ევროპელი მსმენელის წინაშე ნუცა სიმღერას Firefighter შეასრულებს.