LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა ჭოხონელიძის და ნუცა თოფურიას ცოცხალი შესრულება და თამაზ ჯორბენაძის სიმღერის პრემიერია ,,არ დაიდარდოში”

49
nucatofuriajoxonelidze

რადიო არ დაიდარდოს“ გადაცემას რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” პროექტ ,,მხოლოდ ქართულის” გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახეები ლუკა ჭოხონელიძე და ნუცა თოფურია სტუმრობდა, რომლებმაც პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზეს სიმღერის ,,ვარდობის თვე” ცოცხალი შესრულება. გადაცემის ბოლოს კი დაპრემიერდა თამაზ ჯორბენაძის სიმღერა ,,მოლოდინი” ნუცას შესრულებით.

რამდენად რთული იყო თქვენთვის ეს პერიოდი?

ნუცა თოფურია:

პანდემიის პერიოდზე ვერ ვიტყოდი, რომ საინტერესო იყო, რადგან საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. სახლში ყოფნისას დაიბადა ბევრი იდეა, მე და ჩემმა რამოდენიმე მეგობარმა ჩავწერეთ ახალი სიმღერები, მათ შორის გიორგი ცხადაძესთან ერთად.

ლუკა ჭოხონელიძე:

პანდემიის პერიოდი ალბათ არავისთვის არ იყო საინტერესო, მაგრამ თავისი პლუსები ამასაც ჰქონდა. მე და ჩემმა ძმამ გავაკეთეთ ,,იუთუბ არხი” და ფეისბუქ გვერდი, რადგან გვინდოდა ბრენდი შეგვექმნა. თავიდან, როდესაც რამეს იწყებ მოტივაცია ძალიან დიდი გაქვს, თუმცა  ყველაფერი, რომ გაიხსნა და ნელ-ნელა დავუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას, მიგვავიწყდა წამოწყებული საქმე.

რა შეგძინათ პროექტმა ,,მხოლოდ ქართულმა” და თუ აპირებთ სამომავლოდ მსგავს კონკურსებში მონაწილეობას?

ნუცა თოფურია:

,,მხოლოდ ქართულმა” ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. არ ვაპირებდი პროექტში მონაწილეობის მიღებას, თუმცა დედის დიდი თხოვნა გავითვალისწინე და ვერ შევეწინააღმდეგე. იყო ძალიან დაძაბული მომენტები, რაც პროექტს ყოველთვის ახლავს, თუმცა დადებითი ემოციები ყველაფერს ფარავდა.

ლუკა ჭოხონელიძე:

მგონია, რომ ნუცა ჩემი გულის სათქმელს ამბობს. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ამ პროექტის მონაწილე იტყვის იგივეს, რაც ნუცამ თქვა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ათი მეგობარი ვმღერით და ვართ ერთად. მომღერლობა გულისხმობს იმას, რომ სცენაზე, როდესაც გადიხარ გინდა არ გინდა მაქსიმუმი  უნდა დადო. ვერ ვიტყოდი, რომ ბოლომდე ვიხარჯებოდი, თუმცა ამის სურვილი მქონდა.

როგორი იყო ნატოს დამოკიდებულება და შეფასება?

დედას ვეძახი ქალბატონ ნატოს, მას არ ახასიათებს შეფასებების გაკეთება, როდესაც პროექტში იღებ მონაწილეობას, თუ ცუდად იმღერებ და ის ამას გეტყვის კიდევ უფრო დაისტრესები, ხოლო თუ ცუდ ნამღერზე იტყვის კარგიას, გეგონება, რომ მართლა კარგია და იფიქრებ, რომ მეტი შრომა აღარ გჭირდება. ამიტომ სულ იკავებს თავს შეფასებისგან. ერთხელ გადაცემაში ვიყავი მიწვეული და როდესაც სახლში მოვედი, დედა ამას ტელევიზიით უყურებდა, მე კი შემთხვევით მოვისმინე თუ როგორ მაქებდა და მადიდებდა, როდესაც დამინახა გაჩუმდა, არ უნდოდა გამეგო. მის ამ თვისებას დადებით ჭრილში განვიხილავ და მგონია, რომ სწორია ასეთი დამოკიდებულება.

ხომ არ გეგმავთ ოჯახურ ტრიოს ან დუეტს?

შეიძლება გაკეთდეს ერთი რაღაც, რასაც სიმბოლური დატვირთვა ექნება. დედას კონცერტებზე მე და გიო ხშირად ვმღერით, თუმცა აუდიოვერსიის ჩაწერაში ეჭვი მეპარება, მაგრამ  გამორიცხული არაფერია. ახლა თბილისში არ იმყოფება, ამიტომ დიდი სიყვარულით მოვიკითხავ, უკვე ძალიან მენატრება.

გარდა პროექტისა, მოგვიყევით თქვენს მეგობრობაზე..

ნუცა თოფურია:

ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ ,,მხოლოდ ქართულის” წევრები. თეონა ჯორბენაძის წყალობით მე და ლუკა შემოგთავაზებთ ახალ სიმღერას.

თეონა ჯორბენაძე:

მქონდა შესაძლებლობა, რომ ნუცასთან პირადად გამომეხატა ჩემი აზრი მის არაჩვეულებრივ ხმაზე, ახლა კი პირდაპირი ჩართვიდან მინდა ლუკას ვუთრა ქათინაურები, რომ არის გასაოცრად მუსიკალური. ჰარმონია არის საგანი და მიმართულება, რომელსაც ვერ ისწავლი, ეს უნდა იყოს თანდაყოლილი. ასეთივე არის ის სითბო და აღქმა, რაც გააჩნია ლუკას. ქართველ ხალხს ძალიან უყვარს ქალაქური სიმღერები, არამარტო ჩვენ არამედ უცხოელებსაც.

როგორც ვიცით თამაზ ჯორბენაძის გამოუქვეყნებელი არქივი ძალიან დიდია, სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ ამ სიმღერების გამოქვეყნებას?

ცუდი ამბის შემდეგ დაახლოებით 19 წელი გავიდა და მამას დარჩა გამოუქვეყნებელი სიმღერები, მაშინ ალბათ ისეთ სტრესში ვიყავი, რომ კლასიკური ნაწილი შევინახე  ისე, რომ დავივიწყე. წელს კი გავხსენი და აღმოვაჩინე უამრავი მასალა, რომელიც აუცილებლად გამოქვეყნდება. ნელ-ნელა გაკეთდება სიმღერებიც, წლევანდელი პირველი სიმღერა არის ,,მოლოდინი”, რომელსაც დღეს ნუცა დააპრემიერებს, ამ სიმღერას 50 წელი შეუსრულდა. 1970 წელს კი სიმღერამ გაიმარჯვა  პროექტში  ,,ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”.  სიმღერის ახალი ვერსია კი გიორგი გიგაშვილთან და ლიზი რამიშვილთან ერთად ჩაიწერა ,,ბრავო რეკორდში”. მინდა ძალიან დიდი მადლობა  გადავუხადო ნიკოლოზ რაჭველს გვერდში დგომისთვის, პრაქტიკულად ის არის მუსიკალური ხელმძღვანელი, ყოველი შესრულება კი ჩემთვის არის უძვირფასესი.

 

ნუცა თოფურია, გიორგი გიგაშვილი, ლიზა რამიშვილი – მოლოდინი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნუცა თოფურია და ლუკა ჭოხონელიძე – ისევ მახსენდება. Live

 

ნუცა თოფურია და ლუკა ჭოხონელიძე.  ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები