LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ჯანელიძე: „წამოვედით ბინიდან, სადაც ათი წელი ვიცხოვრეთ. ბინის ფასებმა რომ მოიმატა, მართლა ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდით… ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ქირაა…“

729
ნუცა ჯანელიძე მთავარზე

ნუცა ჯანელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება, თუ როგორ მოუხდა ბინების ფასების გაძვირების შემდეგ ნაქირავები სახლის დატოვება და სხვაგან გადასვლა:

„დიდი ინგლისური ოჯახი გვაქვს. ახლაც ქირით ვცხოვრობთ… ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ეს ქირაა, გადახდის რიცხვის მოლოდინი. ეს არის საშინელი გრძნობა, განწყობა და არასდროს მითხოვია, გადამივადეთ-მეთქი. ახლა წამოვედით ბინიდან, სადაც ათი წელი ვიცხოვრეთ. ბინის ფასებმა რომ მოიმატა, მართლა ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდით. მეც გამიძვირეს. ვთხოვეთ, დაგიმატებთო, მაგრამ არა, მე თვითონ გადმოვდივარ აქო. არ ვიცი, რამდენად მართალი თქვა, მაგრამ იქ დარჩენა აღარ გამოვიდა. ყოველთვის მინდოდა, მქონოდა საკუთარი ჭერი, რომ ამ ქირაზე არ მეფიქრა, უფრო გალაღებულად ვიქნებოდი, ოჯახს და საკუთარ თავს არაფერს მოვაკლებდი…“

ვიდეო: ატირებული ნუცა ჯანელიძე: „ჩემი ძმა მენატრება ძალიან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g