ნუცა შანშიაშვილი „ფეისბუქზე“ თავს გადახდენილი ამბის შესახებ წერს, ვრცელ სტატუსში. მისი თქმით, რუსეთის აეროპორტში დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
„ნუ, არ შემიძლია არ გიამბოთ… მოკლედ, რუსეთი არის დიდ ტრაგიკომიკული ქვეყანა, თუ არ ჩავთვლით ჩემს უძვირფასეს რუს ხელოვან ხალხს. მოკლედ, მოვედი აეროპორტში დიდი ლოდინისა და სკანდალის მერე მოგვართვეს ავტობუსი, რომლის მძღოლი ჩვეულებრივ პახმელიაზე იყო. სახეზე ეტყობოდა. მოკლედ, ყველა ბიზნესი თუ ეკონომი ერთად შეგვყარეს და რატომღაც მძღოლმა გადაწყვიტა, სასწაული სიჩქარით მოთოვლილ, მოყინულ ტრასაზე… გავქანებულიყავით… მივქრივართ!!)))))))) და მესმის ორი ჩემთან ახლოს მდგომი იაპონელი კაცების შეწუხებული ხელების ქნევა, თურმე „ვსტრეჩნი“ ტრასაზე ნისლში მოდის ჩვენზე თვითმფრინავი. დიდება უფალს!!!!!!!))))))
მძღოლი მოვიდა აზრზე და უეცრად))))))დაამუხრუჭა)))))))))))მე დამეცა ერთი დიდი რუს კაცი. მისი ჩემოდანი მოხვდა თავში იაპონელს))) წარმოიდგინეთ, 3 მეტრში დავამუხრუჭეთ თვითმფრინავისგან… ოოოოოიოო, ამის მერე ცოტა ხალხი ჭკუაზე რო მოვედით. მძღოლმა გარკვეული პაუზის მერე ჩაგვირთო ისტერიკული გათბობა, მიაჭირა გაზს და ისევ გაქანდა. ოღონდ ახლა უკვე გავცდით ყველა თვითმფრინავს))) წავედით ტყისკენ, გავცდით აეროპორტის ზონას, ამ დროს სასოწარკვეთილი ხმით იკივლა ვიღაცა ქალმა, მერე ვიღაც ფინელმა თავის ენაზე დაიწყო ჩხუბი და მძღოლის შუშაზე ბრახუნი… მოკლედ, ბოლოს სხვა მანქანა დაგვაწიეს გზაში. გაგვაჩერეს და უკან აეროპორტში დიდი წრეების მერე მოგვაბრუნეს))))))))) აღმოჩნდა, რომ მძღოლი ვერ პოულობდა თვითფრინავს))))) გვერდით ძალიან სიმპათიური ხანში შესული ქალი მედგა,რომელიც დაცემის მერე მე წამოვაყენე. მან მითხრა, ალბათ ავტობუსით მივდივართ ჰელსინკამდეო)))))“ – წერს ნუცა.