LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა თოფურია: „ისეთი რაღაც გამირისკავს, შეიძლება დადგეს დრო და ამაზე ვილაპარაკო, ახლა ამ თემაზე ტაბუ მაქვს დადებული…“

168
ნუცა თოფურია

ნუცა თოფურია ჟურნალ „გზის“ ბლიცინტერვიუში სიყვარულისა და საკუთარი სარისკო გადაწყვეტილებების შესახებ საუბრობს.

– სიყვარული ეს…

– …ისეთი რამ არის, სრულყოფილად ვერ ავხსნი, რაღაცას დავაკლებ და იმის თქმა არ გამომივა, რაც მინდა ვთქვა. მოვა დრო, ერთი სიტყვით ვუპასუხებ, რა არის სიყვარული და ეს ჩემი პარტნიორის სახელი იქნება.

– პირველად რომ შემიყვარდა…

– …არ დავაკონკრეტებ, ეს რა ასაკში იყო, მაგრამ ვიტყვი, რომ გავხდი გონებაგაფანტული, დაბნეული. მანამდე ეს ჩემი თვისებები არ იყო და შემეტყო.

– ახლა შეყვარებული….

– …არ ვარ.

– ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს…

– …ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, არაჩვეულებრივმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა.

– მაკვირვებს…

– …როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთს გაუკეთონ სიბოროტე, მიაყენონ ტკივილი.

– ვრისკავ…

– …ზომიერად, ამ მხრივ ბავშვობაში მეტად თამამი ვიყავი. მომღერლისთვის დიდი რისკია ნებისმიერ კონკურსში გასვლა. ეს კონკურსი შენთვის შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც დიდი პიარი, ასევე – ანტიპიარი. დიდი ექსტრემალი ვარ. არ მეშინია არანაირი ატრაქციონის, ტრანსპორტის. ისეთი რაღაც გამირისკავს, შეიძლება დადგეს დრო და ამაზე ვილაპარაკო, ახლა ამ თემაზე ტაბუ მაქვს დადებული.

– ამ ამბავმა როგორი გამოცდილება დაგიტოვა?

– მიმახვედრა, რომ ძალიან ძლიერი ვყოფილვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები